ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი დონალდ ტრამპის განცხადებაზე - სწორედ ასე იწყება კაცობრიობის უდიდესი კატასტროფა, არ შეიძლება „რუსული რულეტი“ ითამაშო მილიონობით ადამიანის ბედით

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, მისი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის „კატასტროფის“ წინააღმდეგია.

ამის შესახებ პედრო სანჩესმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შეწყვეტს კონფლიქტთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო.

„სწორედ ასე იწყება კაცობრიობის უდიდესი კატასტროფა. არ შეიძლება „რუსული რულეტი“ ითამაშო მილიონობით ადამიანის ბედით“, - განაცხადა პედრო სანჩესმა მოსახლეობისთვის სატელევიზიო მიმართვაში.

ცნობისთვის, აშშ-ისა და ესპანეთს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც სანჩესმა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის დაბომბვა დაგმო და მას გაუმართლებელი და უკანონო უწოდა.

„ესპანეთმა გვითხრა, რომ მათ ბაზებს ვერ გამოვიყენებდით. ეს არაფერია, არც გვჭირდება. ეს რომ გვსურდეს, მაშინ მათ გამოვიყენებდით. ვერავინ გვეტყვის, რომ ვერ გამოვიყენებთ. ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შევწყვეტთ. არ გვსურს, რომ ესპანეთთან რაიმე სახის საქმე გვქონდეს,“ - განაცხადა ტრამპმა.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია