საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პირისპირ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.

„მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას ვითარების დეესკალაციისა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება