გიგა ბოკერია - „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც რეჟიმს აიძულებს, დათმოს ძალაუფლება - როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნებიან მიყენებული, მოლაპარაკებები რეალური იქნება

ამ ალიანსის, ისევე როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილის ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტის ორგანიზება, რომელიც რეჟიმს აიძულებს, დათმოს ძალაუფლება, ამას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ოპოზიციური ალიანსის“ პირველი სამუშაო შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ალიანსის, ისევე როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილის ეროვნული ამოცანაა დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაცვა.

„ამას საფრთხეს უქმნის გარეთ რუსეთი და ქვეყნის შიგნით რუსეთის საქმის მკეთებელი ივანიშვილის რეჟიმი. ამ ალიანსის, ისევე როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილის ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტის ორგანიზება, რომელიც რეჟიმს აიძულებს დათმოს ძალაუფლება, ამას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. ამის შემდეგ ქვეყნის დაყენება იმ გზაზე, რომელიც ამ ისტორიულ მომენტში დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ქვეყნის შიგნით თავისუფლებას დაიცავს“,- აღნიშნავს ბოკერია.

კითხვაზე, როგორ მოხდება „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალაუფლების დათმობა და სამომავლოდ მოხდება თუ არა მოლაპარაკება ალიანსსა და „ქართულ ოცნებას” შორის, ბოკერია აღნიშნავს, რომ როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნება მიყენებული, ძალაუფლების დათმობის პროცესზე მოლაპარაკებები, „რა თქმა უნდა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რეალური იქნება“.

„ივანიშვილს და მის პოლიტიკურ არარაობების გარემოცვას ერთადერთი ამოცანა აქვს: საკუთარი ძალაუფლების და ფულის შენარჩუნება. ამისთვის ღალატობენ ქვეყნის მომავალს. როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნება მიყენებული, ძალაუფლების დათმობის პროცესზე მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რეალური იქნება. საბჭოთა რუსული კომუნისტური რეჟიმი როგორ დამარცხდა? ფორმალურად ძალაუფლება ჰქონდათ, მაგრამ საზოგადოებაში გარდატეხა იყო მომხდარი და მათი რეპრესიული აპარატი ვეღარ მოქმედებდა, ასე მოხდება აქაც. თავისუფალი არჩევნებია ამოცანა. იმისთვის, რომ თავისუფალ არჩევნებს მიაღწიო, ამ რეჟიმის პროპაგანდისტული, რეპრესიული აპარატი გატეხილი უნდა იყოს. ამას საზოგადოების მობილიზება სჭირდება, როგორც ეს მოხდა საბჭოთა რუსული კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ. ახლაც ასე უნდა მოხდეს, შესაძლოა დეტალები განსხვავებული იყოს, ვითარება იდენტური არ არის“,-აღნიშნავს ბოკერია.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია