ნიკოლოზ სამხარაძე - უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა - მთავარი საკითხი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება, გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა

ახლახან დავასრულეთ შეხვედრა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან ბატონ ენდრიუ ბეიკერთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა „საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა“.

„განვიხილეთ ძალიან ფართო სპექტრი საკითხებისა. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება, გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ინტერესებთან მზაობაზე, რომლებიც ქართულ მხარეს აქვს. გავცვალეთ მოსაზრებები რა საკითხები შეიძლება იყოს წამყვანი ამ ურთიერთობების აღდგენის საქმეში. ასევე, რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის, ირანში მიმდინარე მოვლენებზე, რა გავლენები ექნება ამ ყველაფერს საქართველოზე და სამხრეთ კავკასიაზე.

ასევე, საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ შუა დერეფნის განვითარებაზე სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესზე. და რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე.

ჩვენ, იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა და ის სულისკვეთება, რომლითაც ეს შეხვედრა წარიმართა, მომავალში საკმაოდ წარმატებული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მოგვცემს”, - აღნიშნავს სამხარაძე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს