ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრებს დაარტყა

ისრაელის საჰაერო ძალებმა, დაზვერვის მონაცემების საფუძველზე, ბეირუთში „ჰეზბოლას“ რამდენიმე სამეთაურო ცენტრზე დარტყმების ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.

თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნეებს შორის იყო სამეთაურო ცენტრი, რომელსაც „ჰეზბოლას“ საჰაერო ქვედანაყოფი იყენებდა.

„ჰეზბოლა“ იმ სამეთაურო ცენტრების, რომლებზეც დარტყმები განხორციელდა, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარებისა და ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სხვადასხვა ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად გამოყენებას გეგმავდა“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მათი მტკიცებით, დარტყმებამდე მიიღეს ზომები იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალების რისკი შეემცირებინათ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება