გიგა ფარულავა აშშ-ში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტზე - მასონებთან უკვე დაალაგეს ურთიერთობა? - ამ შეხვედრებით ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, კობახიძე ამ შემადგენლობას გაუშვებდა და თვითონ არ წავიდოდა?

მასონებთან უკვე დაალაგეს ურთიერთობა? იმედი ნაკლებად გვაქვს, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან პოლიტიკის გადატვირთვა შეძლონ - ამ შეხვედრებით საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, კობახიძე ამ შემადგენლობას გაუშვებდა და თვითონ არ წავიდოდა?, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა.

ფარულავას თქმით, მის პარტიას არ აქვს დადებითი მოლოდინი, რომ ამ შემადგენლობის პარლამენტის დელეგაცია ტრამპის ადმინისტრაციასთან, სტრატეგიულ პოლიტიკურ მდგომარეობას გადატვირთავენ.

„მასონებთან უკვე დაალაგეს ურთიერთობა? იმედი ნაკლებად გვაქვს, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან პოლიტიკის გადატვირთვა შეძლონ. მძიმე ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, დღეს „ოცნებას” არ შესწევს უნარი, გამოასწოროს და გადატვირთოს ეს პოლიტიკა. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ დადებითი მოლოდინი არ გვაქვს, რომ ისინი, განსაკუთრებით ამ შემადგენლობით, ტრამპის ადმინისტრაციასთან, ჩვენ სტრატეგიულ პოლიტიკურ მდგომარეობას გადატვირთავენ.

მართლა გგონიათ, რომ ამ შეხვედრებით საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, კობახიძე ამ შემადგენლობას გაუშვებდა და თვითონ არ წავიდოდა?

ნამდვილად გვსურს შტატებს და ჩვენს ქვეყანას შორის იყოს ნორმალური და ღირსეული ურთიერთობა, რომელიც სულ რაღაც 5 წლის წინ გვქონდა, მაგრამ დღეს ამის ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ. ყაველაშვილი ალბათ დღემდე ელოდება წერილს ტრამპის ადმინისტრაციისგან. ღიმილის მომგვრელია, შეხვედრებზე ვისაუბროთ და ხან დერეფანში მისდევენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხელის ჩამოსართმევად, ხან წერილს ელოდებიან და შედეგი არაფერია“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია