შოთა ბერეკაშვილი - ჩვენი მიზანია, ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შევქმნათ, სადაც ურთიერთობები იქნება გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და კონკურენცია იქნება ჯანსაღი - ეს მოგვცემს საშუალებას, ბაზარზე მივიღოთ კორექცია კლებისკენ

არიან კომპანიები, რომლებსაც პრივილეგირებული პოზიციები აქვთ და შეუძლიათ, ბაზრის მნიშვნელოვანი წილი წაიღოს და შესაბამისად, გადამეტებული მოგება დააგენერიროს, რადგან კონკურენცია არ არის და მეორე მხრივ, არსებობს კომპანიები, რომლებსაც დამატებითი ხარჯები ექმნებათ, რაც საერთო ჯამში, პროდუქციის თვითღირებულებას აწვება და ქმნის დამატებით ხარჯს, - ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, განაცხადა.

მისი თქმით, მიზანი არის შექმნან ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც სამ მნიშვნელოვან პრობლემას მოაგვარებს.

„ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც იმ სამ მნიშვნელოვან პრობლემას მოაგვარებს, რაც ჩვენ დავინახეთ. პირველი, ეს არის რომ სექტორში არ არის სათანადო გამჭვირვალობა, ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც იწვევს მეორე პრობლემას - რადგანაც არ არის გამჭვირვალობა, ბიზნესი ვერ გეგმავს ხანგრძლივ პერიოდში და არ გააჩნია პროგნოზირებადობის სათანადო საშუალება, რაც თავის მხრივ, კიდევ დამატებით ხარჯებს იწვევს. ამას თან ებმის გადახდის ძალიან დიდი პერიოდი, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებს ქმნის“. განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა, განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის მიზანია, ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შეიქმნას, სადაც, ურთიერთობები იქნება გამჭვირვალე და პროგნოზირებადი.

„საბოლოო ჯამში, ამ ეტაპზე, ჯაჭვის ვერტიკალში მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დავინახეთ, არის ასიმეტრიული ურთიერთობები - არათანაბარი, დაუბალანსებელი ურთიერთობები, რომელიც არაჯანსაღ კონკურენციას ქმნის. ყოველივე ეს იწვევს გარემოებას, რომ არიან კომპანიები, რომლებსაც პრივილეგირებული პოზიციები აქვთ და შეუძლიათ, ბაზრის მნიშვნელოვანი წილი წაიღოს და შესაბამისად, გადამეტებული მოგება დააგენერიროს, რადგან კონკურენცია არ არის და მეორე მხრივ, არსებობს კომპანიები, რომლებსაც დამატებითი ხარჯები ექმნებათ, რაც საერთო ჯამში, პროდუქციის თვითღირებულებას აწვება და ქმნის დამატებით ხარჯს.

ჩვენი მიზანია, ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შევქმნათ, სადაც, ურთიერთობები იქნება: გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და კონკურენცია იქნება ჯანსაღი - ეს სამი მოცემულობა მოგვცემს საშუალებას, ბაზარზე მივიღოთ მნიშვნელოვანი კორექცია და მივიღოთ კორექცია კლებისკენ, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო ფასი“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

კომისია, დღეს, სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების შესახებ, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს