კომპანია „ფუდსერვისის“ წარმომადგენლის განცხადებით, 2025 წლის განმავლობაში კომპანიის პროდუქტებზე ფასი, დაახლოებით, 2%-ით გაიზარდა

კომპანია „ფუდსერვისის“ წარმომადგენლის, ნიკოლოზ ბურდულის განცხადებით, 2025 წლის განმავლობაში კომპანიის პროდუქტებზე ფასი, დაახლოებით, 2%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ მან ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„2025 წლის დასაწყისიდან 2025 წლის ბოლომდე ჩვენი პროდუქტის ფასი, ბრენდებს გააჩნია, მაქსიმუმ, 2%-ით გაიზარდა. ისიც დიდწილად დამოკიდებულია შესასყიდ ფასზე, რომელსაც მწარმოებელი კომპანია უდგენს დისტრიბუტორს. აღნიშნული ოფიციალური ბრენდების წარმომადგენელი ვერ ზრდის თავისი ნებით ფასებს. მითუმეტეს როცა ეს ეხება საერთაშორისო ბრენდებს. ყველას ჰყავს თავისი წარმომადგენლობა საქართველოში. დისტრიბუტორს უწესებს ყველა თავის საოპერაციო ხარჯის კომპონენტსაც, მოგების კომპონენტსაც, რომელიც არ ცდება ხშირ შემთხვევაში, 4%-ს და კარგ შემთხვევაში არის 5%. ჩვენი კომპანიაც მაგ ფარგლებში თამაშობს.

არის ბრენდები, სადაც თუნდაც თურქეთთან მიმართებით, საკმაოდ დიდი სხვაობაა ფასში. ჩვენთან უფრო ძვირია. დიდი მწარმოებელი იგივე ევროპული, თუნდაც თურქეთი, ჩვენს ბაზარს უყურებს როგორც ძვირ ბაზარს, პატარა შემსყიდველს და ხშირ შემთხვევაში, არის შესასყიდი ფასები მეტი“,- განაცხადა ბურდულმა.

რაც შეეხება კომპანიაში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურებას, ბურდულის თქმით, თანამშრომლების ხელფასის ყოველწლიური ზრდა კომპანიის სახელფასო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი.

„დასაქმების კუთხით, “ფუდსერვისი“ ასაქმებს დაახლოებით 400 ადამიანს ქვეყნის მასშტაბით. საშუალო ხელფასი 2000 ლარია. მინიმალური 1200 ლარი. თუმცა ყოველწლიურად იზრდება“,- განაცხადა ბურდულმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია