ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანიდან გაშვებული რაკეტები თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, ხოლო ნამსხვრევების ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მათივე ცნობით, შუაღამის შემდეგ ირანმა ბალისტიკური რაკეტების მეხუთე ტალღა გაუშვა.
სარაკეტო საფრთხის ფონზე თელ-ავივსა და ცენტრალური ისრაელის სხვა ნაწილებში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა.