პიტ ჰეგსეტი - ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებით და პრეზიდენტმა ზუსტად იცის, თუ ვინ ვის ესაუბრება

ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებით და პრეზიდენტმა ზუსტად იცის, თუ ვინ ვის ესაუბრება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა შეკითხვას უპასუხა რუსეთსა და ირანს შორის კონტაქტების, კერძოდ იმის შესახებ გავრცელებულ ცნობებს, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ძალების წინააღმდეგ დარტყმების განსახორციელებლად სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის.

„ამერიკელ ხალხს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ მათმა მთავარსარდალმა ზუსტად იცის, თუ ვინ ვის ესაუბრება. ყველაფერი, რაც არ უნდა ხდებოდეს, საჯაროდ თუ არაფორმალური არხებით, ჩვენგან წინააღმდეგობას აწყდება. ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებით და ამას სამხედრო გეგმებში ვითვალისწინებთ“, - განაცხადა ჰეგსეტმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და ირანს შორის კონტაქტების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას „სულელური“ უწოდა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი