„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ - ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის სამხედრო ძალებს მოუთმენლად ველით

ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის სამხედრო ძალებს მოუთმენლად ველით, - განცხადებას ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ავრცელებს.

„ჩვენი რჩევაა, რომ ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღებამდე ამერიკელებმა გაიხსენონ 1987 წელს ამერიკულ სუპერტანკერ Bridgeton-ზე გაჩენილი ხანძარი და ცოტა ხნის წინ მიზანში ამოღებული ნავთობტანკერები“, - განაცხადა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენელმა, ალი მოჰამედ ნაინიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები საჭიროების შემთხვევაში ჰორმუზის სრუტეში ტანკერებს დაიცავს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი