უკრაინული მედია - ხარკოვში რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია

ხარკოვში რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს, რომელთა შორის, ორი ბავშვია.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა.

რუსული ძალების დარტყმის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის ნაწილი ჩამოინგრა და მეზობელი შენობა დაზიანდა.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი