დონალდ ტრამპის განცხადებით, იარაღის მწარმოებელი ამერიკული კომპანიები წარმოების გაზრდას დათანხმდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იარაღის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებს თეთრ სახლში შეხვდა.
„ისინი უმაღლესი კლასის იარაღის წარმოების გაოთხმაგებას დათანხმდნენ. ჩვენ საშუალო და საშუალოზე მაღალი კლასის საბრძოლო მასალის შეუზღუდავი მარაგი გვაქვს, რომელსაც ირანში ვიყენებთ და ვენესუელაშიც გამოვიყენეთ. მიუხედავად ამისა, შეკვეთა ამ დონეზეც გავზარდეთ“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.