პროფესორ-მასწავლებლები 9 მარტს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას შეუერთდებიან

პროფესორ-მასწავლებლები 9 მარტს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას უერთდებიან.

აღნიშნული განცხადება პროფესორ-მასწავლებლებმა განათლების სამინისტროსთან გააკეთეს.

მათი თქმით, განათლების სამინისტროსთან შეკრება მათ მკაფიო პოზიციას გამოხატავს, რომ განათლების რეფორმა საფრთხეს უქმნის აკადემიურ თავისუფლებას, ახალგაზრდა თაობის განათლების ხარისხსა და მომავალს.

„ჩვენ, სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, შევიკრიბეთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მკაფიო პოზიცია მიმდინარე ე.წ. განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც, მიგვაჩნია, რომ საფრთხეს უქმნის აკადემიურ თავისუფლებას, ახალგაზრდა თაობის განათლების ხარისხსა და მომავალს.

ამდენად, მოგიწოდებთ ყველას, დავიცვათ განათლება და შევუერთდეთ 9 მარტს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას“,- აცხადებენ პროფესორ-მასწავლებლები.

ცნობისთვის, მსვლელობა 9 მარტს, 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან დაიწყება და განათლების სამინისტროსთან დასრულდება.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი