შვედური მედია - შვედეთმა უკრაინის მიერ დასანქცირებული სატვირთო გემი დააკავა

შვედეთმა უკრაინის მიერ დასანქცირებული სატვირთო გემი დააკავა, - ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს.

შვედეთის სანაპირო დაცვის ცნობით, სატვირთო გემი Caffa ბალტიის ზღვაში, ქალაქ ტრელებორგთან ახლოს დააკავეს.

მათი განცხადებით, წინასწარი გამოძიება გემის მიერ საზღვაო რეგულაციების დაუმორჩილებლობის გამო დაიწყეს.

„გემი უკრაინის სანქციების სიაშია. მისი საკუთრების სტრუქტურა დაუდგენელია და არსებობს ეჭვი, რომ დაზღვეული არ არის. გასულ ზაფხულს გემმა რუსული დროშა გვინეის დროშით შეცვალა“, - განაცხადა შვედეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა, კარლ-ოსკარ ბოლინმა.

გამოცემა SVT უკრაინულ მხარეზე დაყრდნობით წერს, რომ გემი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმიდან მარცვლეულის ქურდობაში იყო ჩართული.

შვედეთის სანაპირო დაცვის განცხადებით, გემი სანქტ-პეტერბურგში მიცურავდა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი