ლევან მაჭავარიანი - კოლექტიური ოპოზიცია და მდიდარი NGO-ები ფიქრობენ, რომ დაარწმუნებენ ევრობიუროკრატებს, რათა ჩვენს მოქალაქეებს შეუჩერდეთ ვიზა, ხელისუფლებას ამისთვის საფუძველი არ შეგვიქმნია, მაგრამ ფსონს ამაზე აკეთებენ, რომ ქვეყანა არიონ

ისინი [ოპოზიცია, NGO-ები] ფსონს მთლიანად იმაზე აკეთებენ, რომ ქვეყანა რაღაცნაირად არიონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

აღნიშნულით მან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც მაჭავარიანი აცხადებს, ოპოზიცია „ბოლომდე გამარგინალებულია.

„იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანად, რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, მდიდარი NGO-ები განულებულები არიან, მათ აბსოლუტუად არაფრის რესურსი არ აქვთ. ერთადერთი, ისინი ფიქრობენ, დაარწმუნებენ ევრობიუროკრატებს, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეუჩერდეს ვიზა. კიდევ ერთხელ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამისთვის არ შეგვიქმნია, მაგრამ თუ ისინი მაინც დაარწმუნებენ... ფიქრობენ, რომ ამ ნაბიჯით შესაძლებელი იქნება რაღაც ქაოსის, მღელვარების, აჟიოტაჟის შემოტანა ჩვენს საზოგადოებაში, ისინი ფსონს მთლიანად ამაზე აკეთებენ, რომ ქვეყანა რაღაცნაირად არიონ. მათ არაფრის შანსი არ აქვთ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ისინი ბოლომდე გამარგინალებულები არიან“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი