დონალდ ტრამპი - ათასწლეულების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დამარცხდა - დღეს ირანზე ძალიან მძიმე დარტყმები განხორციელდება

დღეს ირანზე ძალიან მძიმე დარტყმები განხორციელდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ირანმა, რომელიც მძიმე მარცხს განიცდის, ბოდიში მოიხადა და ახლო აღმოსავლეთში თავის მეზობლებს დანებდა. მან პირობა დადო, რომ მათ აღარ დაარტყამს. ეს პირობა მხოლოდ აშშ-ისა და ისრაელის დაუნდობელი თავდასხმების გამო დადო. მათ ახლო აღმოსავლეთზე კონტროლის დამყარება და მისი მართვა სურდათ. ეს ათასწლეულების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დამარცხდა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, „ირანი აღარ არის „ახლო აღმოსავლეთის მჩაგვრელი“, არამედ „ახლო აღმოსავლეთში დამარცხებულია“ და ასეთად დარჩება მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ვიდრე არ დანებდება, ან სრულად არ ჩამოიშლება“.

„ირანის ცუდი მოქცევის გამო, სრული განადგურება და გარდაუვალი სიკვდილი ემუქრებათ ისეთ ტერიტორიებსა და ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც აქამდე სამიზნეებად არ განიხილებოდნენ“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი