დონალდ ტუსკი - ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება, ნავთობის ფასები იზრდება, ვაშინგტონმა შესაძლოა რუსულ ნავთობზე სანქციები მოხსნას - ვინ არის აქ ნამდვილი გამარჯვებული?

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება, ნავთობის ფასები იზრდება, ვაშინგტონმა შესაძლოა რუსულ ნავთობზე სანქციები მოხსნას - ვინ არის აქ ნამდვილი გამარჯვებული?, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება და ქაოსი ვრცელდება. ნავთობის ფასები იზრდება. ვაშინგტონმა შესაძლოა რუსულ ნავთობზე სანქციები მოხსნას. ვინ არის აქ ნამდვილი გამარჯვებული?“, - წერს ტუსკი X-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე აშშ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული დამატებითი სანქციების მოხსნის შესაძლებლობას განიხილავს.

„ჩვენ სხვა რუსულ ნავთობზე სანქციების მოხსნა შეგვიძლია. ხაზინას კიდევ სხვა რამის გაკეთებაც შეუძლია: წყლებში სანქცირებული ასობით მილიონი ბარელი ნედლი ნავთობია. მათზე სანქციების მოხსნა შეგვიძლია. ჩვენ ამას განვიხილავთ“, - აღნიშნა ბესენტმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი