გუბაზ სანიკიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დღეს გამოიკითხება

ისტორიკოსი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დღეს გამოიკითხება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სანიკიძე 18:00 საათზე მივა.

არსებული ინფორმაციით საქმე ეხება ზოგიერთი აქტორების მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში ირანის გავლენების გაზრდის თაობაზე.

დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ რიგი პოლიტიკოსების მიერ მსგავსი შინაარსის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა როგორც გუბაზ სანიკიძე, ისე თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს