პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს ლოზუნგით „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო მარშის მონაწილეებიც შეუერთდნენ, რომლებმაც მსვლელობა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან მოაწყვეს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები. ასევე, ბანერები სხვადასხვა წარწერით, რითაც აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

პარლამენტთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. მოქალაქეები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი