ირანიდან ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით შუაღამის შემდეგ ოთხი სარაკეტო შეტევა განახორციელა. დაშავებულების ან ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რაკეტების მოგერიების შედეგად მიღებული ფრაგმენტების ნაწილი დაუსახლებელ ადგილებში დაეცა.