გიორგი კანდელაკი სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენებას აძლევს

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრის, გიორგი კანდელაკის გამოკითხვა მიმდინარეობს. ის ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აძლევს.

11:00 საათზეა დაბარებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელიც.

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გუშინ გამოიკითხა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე.

ცნობისთვის, გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

მათთან სუს-ის გამომძიებლებს კითხვები სავარაუდოდ, მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ექნებათ, რომელიც „საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას ეხებოდა“.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს