დონალდ ტრამპის განცხადებით, ქურთების ომში ჩართვა არ სურს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არ სურს, რომ ქურთები ომში ჩაერთონ.

„არ ველოდებით ქურთების შესვლას. არ გვინდა ომი იმაზე უფრო რთული გახდეს, ვიდრე ის უკვე არის. არ მინდა, რომ ქურთები დაშავდნენ და დაიღუპონ. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ისინი მზად არიან შევიდნენ. მაგრამ სინამდვილეში, მე ვუთხარი მათ, რომ არ მინდა, რომ შევიდნენ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

მანამდე, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მათთან საუბარში განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა ირანელი ქურთი მებრძოლების შეტევას.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი