ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა და ქალაქ მუჰარაქის უნივერსიტეტის შენობა დაზიანდა.
უწყების ცნობით, მოქალაქეები მოგერიებული რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდნენ.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ირანული დრონის დარტყმის შედეგად ქვეყანაში მდებარე წყლის გამტკნარების ქარხანას მატერიალური ზარალი მიადგა.
BBC-ი განმარტავს, რომ სპარსეთის ყურის დიდი ნაწილი სასმელი წყლის მარაგისთვის მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გამტკნარებულ წყალზე, რაც ასეთ ობიექტებს რეგიონში კრიტიკულ ინფრასტრუქტურად აქცევს.