ქუვეითის ხელისუფლების განცხადებით, დრონების ნამსხვრევების ჩამვარდნის შედეგად საერთაშორისო აეროპორტში გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება

ქუვეითის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტში გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.

მანამდე ქუვეითის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩამოგდებულმა დრონების ნამსხვრევებმა სამოქალაქო ობიექტები დააზიანა.

„ზოგიერთ სამოქალაქო ობიექტს მატერიალური ზიანი მიადგა ჩაჭრის ოპერაციების დროს ჩამოვარდნილი ნამსხვრევების შედეგად“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაში.

მისი ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალები აგრძელებენ „მტრული საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ ბრძოლას“.

ქუვეითის არმია მოქალაქეებს მოუწოდებს, უსაფრთხოების ინსტრუქციები დაიცვან.

ამასთან, საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ დრონების პარტია მოიგერია და გაანადგურა, კატარის ხელისუფლების ინფორმაციით კი, ირანმა შაბათს 10 ბალისტიკური რაკეტა და ორი ფრთოსანი რაკეტა გაისროლა მათი უმეტესობა მოიგერია.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი