ნიკოლოზ სამხარაძე - ვაშინგტონში ყველა შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ, მეგობრულ ატმოსფეროში ჩატარდა

ვაშინგტონში ყველა შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ, მეგობრულ ატმოსფეროში ჩატარდა - ამ ყველაფერს, რამაც საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს ურთიერთობების საბოლოო გადატვირთვამდე და გაჯანსაღებამდე, სჭირდება სამუშაო პროცესში გადაყვანა და მე დარწმუნებული ვარ, ეს სამუშაო პროცესი ძალიან მალე დაიწყება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის საკითხები, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, დამატებით სამუშაო პროცესს საჭიროებს.

„მე შეჯამების სახით შემიძლია ვთქვა, რომ ყველა შეხვედრა როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ძალიან კონსტრუქციულ, მეგობრულ ატმოსფეროში ჩატარდა. განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრებზე როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოში და ომის დეპარტამენტში. ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი, თუმცა ის საკითხები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ის საკითხები, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, რა თქმა უნდა, საჭიროებს დამატებით სამუშაო პროცესს. ამ ყველაფერს, რამაც საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს ურთიერთობების საბოლოო გადატვირთვამდე და გაჯანსაღებამდე, სჭირდება სამუშაო პროცესში გადაყვანა და მე დარწმუნებული ვარ, ეს სამუშაო პროცესი ძალიან მალე დაიწყება," - განაცხადა სამხარაძემ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება