ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრაზე - საუბრის ძირითადი თემა იყო ოკუპაცია და მისგან მომდინარე საფრთხეები, ვისაუბრეთ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის, 2024 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე

საუბრის ძირითადი თემა იყო ოკუპაცია და ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები, ასევე გვქონდა საუბარი შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის, 2024 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე - აქციებთან და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ვიზიტი არის ჩვეულებრივი, რიგითი და ამას არანაირი კავშირი არ აქვს „მოსკოვის მექანიზმთან“.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი დაგეგმილი იყო შარშან, არჩევნების შემდეგ, თუმცა მაშინ გარკვეული გარემოებების გამო და გარკვეული ჩართული დაინტერესებული მხარეების გამო, ეს ვიზიტი არ შედგა. თუმცა მაშინ იყო გაკეთებული განცხადება, რომ ვიზიტი აუცილებლად გაიმართებოდა, შესაბამისად, ეს ვიზიტი არის ჩვეულებრივი, რიგითი ვიზიტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა, რომელიც აქამდეც ხდებოდა და მომავალშიც იქნება, ამიტომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს „მოსკოვის მექანიზმთან“, ან ნებისმიერ სხვა თემასთან, რომელიც შეიძლება, ვინმეს ეგონოს. ჩვეულებრივი, რეგულარული ვიზიტია, რომელიც ყოველთვის ხორციელდებოდა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ ის იყო უკრაინაში და ახლა ჩამოვიდნენ საქართველოში. იცით, რომ გუშინ იყვნენ საოკუპაციო ხაზთან, შესაბამისად, ეუთოსთვის, როგორც ორგანიზაციისთვის რომლისთვისა მთავარია უსაფრთხოების საკითხები, ასევე პრიორიტეტულია საქართველო, რადგან საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ისევე როგორც უკრაინის მიმართ, ასევე საქართველოს მიმართ, არის განსაკუთრებული ინტერესი, რადგან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული. სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ეს ვიზიტი და ნებისმიერი სხვა სპეკულაცია არის უსაფუძვლო," - განაცხადა სამხარაძემ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება