გია ვოლსკი - ხან ეუთოს დელეგაცია ჩამოვა საქართველოში, ხან სხვა დელეგაცია, მაგრამ ის ზღაპარი, სცენარი, აგრესია და მავნებლობა, რომელიც ე.წ. ოპოზიციას ახასიათებს, არანაირად არ შეიცვლება არც შინაარსით და არც ქმედების სცენარით

ხან ეუთოს დელეგაცია ჩამოვა საქართველოში, ხან სხვა დელეგაცია, მაგრამ ის ზღაპარი, ის სცენარი, აგრესია, მავნებლობა, რომელიც ე.წ. ოპოზიციას ახასიათებს, არანაირად არ შეიცვლება არც შინაარსით და არც ქმედების სცენარით, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დელეგაციის წევრები ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან სასაუბროდ არიან ჩამოსულები ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ახასიათებს არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონს.

„ეუთოს ჰყავს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა - შვეიცარია. საკმაოდ აქტიურია შვეიცარია. მისი წარმომადგენელი ყოველთვის აქტიური იყო ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში...

არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ერთი მთავარი დასკვნა, რაც მოვისმინეთ არჩევნების შემდეგ - ეს არის ეუთო/ოდირის დასკვნა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა, საქართველოში არის ხელისუფლება. ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობასთან საკითხებში შეიძლება რაღაც პრობლემები წარმოიშვას, მაგრამ ჯერჯერობით მთავარი ეს არის - სასაუბროდ არიან ჩამოსულები, მათ შორის, ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან, ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ახასიათებს არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონს.

ეუთოს, ან ნებისმიერი უცხოური დელეგაციის ჩამოსვლა არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილ არგუმენტებზე. ეუთოს დელეგაცია რომც არ ჩამოსულიყო, დღის წესრიგი, რაც ე.წ. ოპოზიციას გააჩნია, არ შეცვლილა. არც შეიცვლება, სანამ სხვა ინსტრუქცია არ ექნებათ. ეს მათი ქმედებები, მიზანი უკვე არაერთხელ ვიხილეთ, მათ შორის, რუსთაველის გამზირზე. მათ შორის, პრეზიდენტის სასახლეზე შეტევისასა და ეს არ შეცვლილა. ხან ეუთოს დელეგაცია ჩამოვა საქართველოში, ხან სხვა დელეგაცია, მაგრამ ის ზღაპარი, ის სცენარი, ის აგრესია, ის მავნებლობა, რომელიც ე.წ. ოპოზიციას ახასიათებს, არანაირად არ შეიცვლება არც შინაარსით და არც ქმედების სცენარით," - განაცხადა ვოლსკიმ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება