ირაკლი კობახიძე - მოგვიწევს იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ - დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე

მოგვიწევს იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ. დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ „ოპოზიციის ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერთ პარტიაში აპირებენ გაერთიანებას 5-იანის ქვეშ და ერთი სიით მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში.

„იცით, რომ ყველა ეს პარტია პრაქტიკულად არის „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან წარმოშობილი. ხდება შესაკრებთა გადათამაშება. ერთადერთი, რასაც გამოიწვევს ეს ჩვენთვის, არის ისიც, რომ მოგვიწევს იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ. დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე“,- აღნიშნა პრემიერმა.

კითხვაზე, შესაძლოა, მათ შორის დაემატოს [პარტიები], პრემიერი აღნიშნავს, „კი, შესაძლოა, დაემატოს, იქიდან გამომდინარე, რომ ერთად გამოხატეს საკუთარი პოზიცია პროცესებთან დაკავშირებით, შესაძლოა საკონსტიტუციო სარჩელში შეივსოს სია“.

„შესაძლოა, ყველა შესაბამისი პარტია მოხვდეს საკონსტიტუციო სარჩელში, ამაზე ვიმუშავებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ.

რეალურად, ორი პარტია, რაც იყო წარდგენილი სარჩელში, არსებითად, იმ ორ პარტიას იმეორებს ახალი ე.წ. ერთობა. „თავისუფლების მოედანიც“ მთლიანად „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან შექმნილი პარტიაა. ლევან ცუცქირიძემ მონაწილეობა მიიღო არჩევნების გაყალბებაში თავის დროზე, რაც ცნობილია. 2008 წელს მონაწილეობა მიიღო არჩევნების გაყალბებაში. ამის შემდეგ მისი საუბარი მოკლებულია დამაჯერებლობას“,- აღნიშნა პრემიერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები