გრიგოლ გეგელია - „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მილიონობით ქართველისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაკარგვის რისკი დამდგარიყო

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მილიონობით ქართველისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაკარგვის რისკი დამდგარიყო - ეს არის კლასიკური გამოხატულება იმ ძალიან დიდი ანტიქართული ღალატისა, რაც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ბოლო წლების განმავლობაში ჩაიდინა, - აღნიშნული განცხადება დღეს პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ გააკეთა.

გეგელიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წყალობით საქართველოს კიდევ უფრო ახლოს დადგა უვიზო რეჟიმის დაკარგვის მომენტთან.

„ეს არის პირდაპირ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა. მათ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი არ დაგვეკარგა და პირიქით, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მილიონობით ქართველისთვის ეს რისკი დამდგარიყო.

ვხედავთ, რომ „ქოცები“ ევროკავშირის მასშტაბით უკვე აკრძალული არიან. ისინი ჩვეულებრივი პასპორტით ჩასვლას ვერ შეძლებენ და მაგალითად, კანდიდატი სახელმწიფოს სახელით მოლაპარაკებების წარმოებისთვის ვიზების აღება მოუწევთ. ასევე ვხედავთ, რომ ამ ყველაფრის შედეგად თითოეული ქართველი დადგა კითხვის ქვეშ, ექნება თუ არა უვიზო რეჟიმი.

ეს არის კლასიკური გამოხატულება იმ ძალიან დიდი ანტიქართული ღალატისა, რაც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ბოლო წლების განმავლობაში ჩაიდინა“, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

გეგელია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან დაგეგმილ შეხვედრასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, შეხვედრაზე ყველა იმ მნიშვნელოვან გამოწვევაზე ისაუბრებენ, რაც „საქართველოში დემოკრატიას ქოცურ-რუსული ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში გააჩნია“.

„ეს არის მაღალი კალიბრის, მნიშვნელოვანი დელეგაცია. საუბარი გვექნება ყველა მნიშვნელოვან გამოწვევაზე, რაც დღეს ჩვენ დემოკრატიას ქოცურ-რუსული ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში გააჩნია. ჩვენს კოლეგებსა და პარტნიორებს გავაცნობთ ჩვენს ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოვიყვანოთ საქართველო და ქართველი ხალხი მძიმე კრიზისიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მარტო პოლიტიკურ სისტემას, არამედ ეკონომიკურ სისტემას და თითოეული ქართველის კეთილდღეობას. ჩვენი მიზანია, კრიზისი ისე განიმუხტოს, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიული უფლებები და ქვეყნის ეროვნული სუვერენული ინტერესი იქნას დაცული და ძალაუფლების მშვიდობიანად ტრანზიციისთვის ხელის შეწყობა შევძლოთ“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა