პრემიერი ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებზე - ეს დებატები აბსოლუტურად უინტერესოა - ყველამ იცის, რომ შედგა რევოლუციის 5 წარუმატებელი მცდელობა 4 წელში, ასეთ დროს, პოლიტიკურ პატიმრებზე საუბარი უბრალოდ სამარცხვინოა

ეს დებატები აბსოლუტურად უინტერესოა ჩვენთვის, როდესაც საუბრობენ პოლიტიკურ პატიმრებზე, ყველამ იცის, რომ შედგა რევოლუციის 5 წარუმატებელი მცდელობა 4 წლის განმავლობაში, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტში „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ სახელწოდებით დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის ევროპულ ბიუროკრატიაში ჩამოყალიბებული.

„ეს დებატები აბსოლუტურად უინტერესოა ჩვენთვის. როდესაც საუბრობენ პოლიტიკურ პატიმრებზე, ყველამ იცის რომ შედგა რევოლუციის 5 წარუმატებელი მცდელობა 4 წლის განმავლობაში. ასეთ დროს, რომ ვიღაცა კიდევ საუბრობს პოლიტიკურ პატიმრებზე, ეს უბრალოდ სამარცხვინოა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის ევროპულ ბიუროკრატიაში ჩამოყალიბებული“, - განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა