ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს ხვდებიან

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს ხვდებიან.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ შეხვედრის დაწყების წინ აღნიშნა, მათი „მთავარი თემები დღეს, რა თქმა უნდა, იქნება ის პირობები, რომლებიც უნდა შეიქმნას ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის“.

ბოკუჩავას თქმითვე, „ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის საჭიროა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, რეპრესიული კანონების გაუქმება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა“.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩვენ ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას, მათ შორის, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის შეხვედრებში და არა მხოლოდ. გახსოვთ, რომ საკმაოდ მძიმე რეზოლუცია იყო მიღებული „რუსულ ოცნებასთან“ დაკავშირებით, რასაც მოჰყვა აღვირახსნილი პროპაგანდა „რუს-ქოცური“ პროპაგანდისტული მანქანის მხრიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი იცის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ და მისმა პრეზიდენტმა. ჩვენი მთავარი თემები დღეს, რა თქმა უნდა, იქნება ის პირობები, რომლებიც უნდა შეიქმნას ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის. ეს არის ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, რეპრესიული კანონების გაუქმება და ზოგადად, რეპრესიების გაუქმება და შეჩერება ამ ქვეყანაში. ასევე, ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ეს არის ის საკითხები, რომელიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს კარგად ესმით, რომ რეალურად არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა