თინა ბოკუჩავა - ირაკლი კობახიძის განცხადება ნამდვილად ასახავს იმ შიშს, რომელიც რეჟიმს აქვს ოპოზიციური გაერთიანებების მიმართ - დღესდღეობით, „ოპოზიციური ალიანსი“ ყველაზე ქმედითი ერთობაა, რაც კი შექმნილა ბოლო პერიოდში

რეჟიმი უბრალოდ დროს წელავს. ამდენი თვეა ფეხს ითრევენ პარტიების აკრძალვაზე მიუხედავად იმისა, რომ „ღალატის კომისია“ ამიტომ შექმნეს - კობახიძის განცხადება ნამდვილად ასახავს იმ შიშს, რომელიც რეჟიმს აქვს ოპოზიციური გაერთიანებების მიმართ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესით, „რეჟიმი დროის გაყვანას ცდილობს“.

„ჩემი აზრით, რეჟიმი უბრალოდ დროს წელავს. ამდენი თვეა ფეხს ითრევს პარტიების აკრძალვაზე მიუხედავად იმისა, რომ „ღალატის კომისია“ ამიტომ შექმნეს. რეალურად ხვდებიან, რომ არ არიან ახლა ისეთ პოლიტიკურ ფორმაში, რომ ეს მორიგი რეპრესიული ნაბიჯი განახორციელონ. იციან, რომ ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება, განსაკუთრებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ეს ერთგვარი წითელი ხაზია იმიტომ, რომ ეს უკვე ოფიციალურად ნიშნავს ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის გაფორმებას.

დღევანდელი განცხადება ნამდვილად ასახავს იმ შიშს, რომელიც რეჟიმს აქვს ოპოზიციური გაერთიანებების მიმართ. დღესდღეობით, „ოპოზიციური ალიანსი“ არის ყველაზე ქმედითი ოპოზიციური ერთობა, რაც კი შექმნილა ბოლო პერიოდის განმავლობაში.

ორი ფაქტორია: ერთი, რეჟიმის შიში ოპოზიციური ერთობის მიმართ და მეორე, ისინი ცდილობენ დრო მოიგონ. ტექნიკურად მოუწევთ ამ სარჩელის გამოტანა და ახლის შეტანა, თუ ახალი პარტიების დამატებას გეგმავენ“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ „ოპოზიციის ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა, რომ „მოგვიწევს იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ. დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე“.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა