მთავრობის ადმინისტრაცია სატელევიზიო დებატების დროს გაჟღერებულ ინფორმაციაზე „ბაზალეთის ტბის მიმდებარედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის შესახებ“, განცხადებას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ეხმაურება სატელევიზიო დებატების დროს გაჟღერებულ ინფორმაციას ბაზალეთის ტბის მიმდებარედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის შესახებ.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიწის ნაკვეთი 2006 წელს საქართველოს მთავრობამ საკუთრებაში გადასცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც ქონება გაასხვისა, შემდეგ კი კერძო მესაკუთრემ მიწის ნაკვეთი გაასხვისა შპს „იორკთაუერზე“, რომელსაც ამჟამად შპს „იორკ ჰოლდინგ გრუპი“ ეწოდება და რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ეგვიპტის მოქალაქეა.

„გასულ შაბათს გამართული სატელევიზიო დებატების დროს, გადაცემის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზურაბ მახარაძემ გაავრცელა ინფორმაცია ბაზალეთის ტბის მიმდებარედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის შესახებ.

თემის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2006 წელს საქართველოს მთავრობამ საკუთრებაში გადასცა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომელმაც, თავის მხრივ, მიწის ნაკვეთი 2007 წელს გაასხვისა შპს „სწავლების ცენტრზე“, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი იყო მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის მიერ დაფუძნებული კომპანია ააიპ „ცოდნის ფონდი“. კერძო მესაკუთრემ მიწის ნაკვეთი 2019 წლის 18 დეკემბერს გაასხვისა შპს „იორკთაუერზე“, რომელსაც ამჟამად შპს „იორკ ჰოლდინგ გრუპი“ ეწოდება და რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ეგვიპტის მოქალაქეა“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა