გიორგი ლოლაძე - აშშ-თან ბევრად ღრმა პრობლემებია, რის გადაჭრაზეც გავლენას ვერ მოახდენს, ვის რას მივულოცავთ

ვფიქრობ, ბუნებრივია [ირაკლი კობახიძის მილოცვა], სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმაც მიულოცეს მოჯთაბა ხამენეის ლიდერად არჩევა - ეს პროტოკოლური მილოცვაა, რაშიც მე რაიმე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გიორგი ლოლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძის მერი მოჯთაბა ხამენეისთვის ირანის უმაღლეს ლიდერად არჩევის მილოცვას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რეგიონული კონტექსტიდან და იმ ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს ირანთან აქვს, მილოცვა აუცილებელიც კი არის.

„საუკუნეების წინ თუ წავალთ, ჩვენ ირანთან რთული წარსული გვაქვს, მაგრამ ბოლო 35 წელი, რაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს ყველა ხელისუფლების პირობებში. ვფიქრობ, [ირაკლი კობახიძის მილოცვა] ბუნებრივია, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმაც მიულოცეს მოჯთაბა ხამენეის ლიდერად არჩევა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროტოკოლური მილოცვაა, რაშიც მე რაიმე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. ჩვენი რეგიონული კონტექსტიდან და იმ ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელიც ირანთან გვაქვს, ალბათ, აუცილებელიც კი არის. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს კონტექსტი დასავლეთშიც ესმით. ეს არ მგონია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მთავარი პრობლემა იყოს, ბევრად უფრო ღრმა პრობლემები არსებობს, რომელიც ბოლო სამი წელია დაგროვდა. ამ პრობლემების გადაჭრაზე კი გავლენას ის ვერ მოახდენს ჩვენ ვის რას მივულოცავთ, რადგან ფაქტია, ეს საკითხები გადაჭრილი არ არის და ძვრასაც ვერ ვხედავთ ბოლო რამდენიმე წელია“, - განაცხადა გიორგი ლოლაძემ.

ცნობისთვის, ირანის უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კი მას ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა, რის შესახებაც მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება