ლევან მახაშვილი - ჯო უილსონი საქართველო-ამერიკა ურთიერთობების გადატვირთვის დაზიანებას ცდილობს

ჯო უილსონი საქართველო-ამერიკა ურთიერთობების გადატვირთვის დაზიანებას ცდილობს - ეს არის უსაფუძვლო ბრალდება, სხვა არაფერი, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებას.

მისი თქმით ჯო უოლსონს სერიოზულად ამერიკაშიც არ აღიქვამენ.

„ამ ადამიანის ინტერესები ჩვენ ვნახეთ - ეს არის კონკრეტული ფინანსური პოლიტიკური ინტერესები, რომელიც პირდაპირ არის მიბმული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ამიტომ გასაგებია მისგან ეს ჭორაობა და ამ ტიპის უსაფუძვლო ბრალდებები. ეს არის უსაფუძვლო ბრალდება, სხვა არაფერი. შეხედოს საკუთარი ქვეყნის პოლიტიკას, რა პოლიტიკას აწარმოებს. ეს ადამიანი საქართველოს აბამს იმ თემებზე, რაც არის ნეგატიურად და მტკივნეულად აღქმული საკუთარ ქვეყანაში. ამით ცდილობს საქართველო-ამერიკა ურთიერთობების გადატვირთვის დაზიანებას, მათ შორის, იმ ძალიან პოზიტიური შეხვედრების დინამიკის და ურთიერთობების, რაც იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში, მათ შორის, ჩემი კოლეგების ამერიკაში ვიზიტის დროს. ამით არის ნაკარნახევი მთელი ეს პროცესი," - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში დაწერა: „ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ ძალიან შეშინებულია, რომ ამერიკელები გაიგებენ, რომ ის ირანის რეჟიმთან თანამშრომლობს, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, გააჩუმონ ექსპერტები" - ირანის დასამარცხებლად „ქართული ოცნება“ დაამარცხეთ".

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა