ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული, ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

შესაბამისი შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, სხდომაზე, სადაც გამომძიებელი თეა ბარაბაძე უნდა დაიკითხოს, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები უნდა განიხილონ, რის გამოც, სხდომა უნდა დახურულიყო. აღნიშნული მოწმის დაკითხვის შემდეგ, საზოგადოებას პროცესზე შესვლა შეეძლება.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარეს ამავე საქმის ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე ბრალდებული მამუკა ბაღდავაძე ჰყავდა გამოძახებული. თუმცა, როგორც პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმიდან გაირკვა, მან პროცესზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე სამართალდამცავების მობილიზება ისევ არის.

საპოლიციო ძალები სასამართლოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების დასაცავად დილიდან იმყოფებიან.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები