არჩილ გორდულაძე - კარგია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღიარეს და ხაზი გაუსვეს იმ სიმართლეს, რომლის აღიარება არ უნდათ არც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ არცერთ ადამიანს, არც მათთან მიტმასნილ პირებს

კარგია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღიარეს და ხაზი გაუსვეს იმ სიმართლეს, რომლის აღიარება არ უნდათ არც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ არცერთ ადამიანს, არც მათთან მიტმასნილ ნებისმიერ პირს და არც მათ პატრონებს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, კანონებთან და დაპატიმრებულებთან დაკავშირებული განცხადებები „კოლექტიური ნაცმოძრაობისკენ“ მიმართული განცხადებებია და არა „ქართული ოცნებისკენ“.

„კარგია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღიარეს და ხაზი გაუსვეს იმ სიმართლეს, რომლის აღიარება არ უნდათ არც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ არცერთ ადამიანს, არც მათთან მიტმასნილ ნებისმიერ პირს და მათ პატრონებს, ასევე, სიმართლეს, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალადობრივი აქციები ტარდებოდა იმისათვის, რომ დამხობილიყო არჩეული ხელისუფლება. ახლაც მიმდინარეობს თავდასხმა და შტურმი ქართველი ხალხის ნებაზე, დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებზე. ეს გამოიხატება დემოკრატიის ძირის გამოთხრაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდანაც.

რაც შეეხება კანონებს და დაპატიმრებულებს, ესენიც ზუსტად „კოლექტიური ნაცმოძრაობისკენ“ მიმართული განცხადებებია და არა ჩვენკენ. ჩვენ კანონმდებლობა გვჭირდება იმისათვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი დავიცვათ, მათ შორის, იმ ადამიანებისგან, რომელთაც თანხებს ურიცხავენ და დავალებებს აძლევენ გარედან, რომ შემდეგ ისევ ძალადობრივი აქციები და ქვეყნის დამხობის მცდელობები ჰქონდეთ ჩვენს ქვეყანაში. მეორე მხრივ, ადამიანებს, ვინც ჩადიან დანაშაულს და შემდეგ ამ ადამიანებს მიატოვებენ ხოლმე. ვინც არ უნდა იყოს, „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის მიატოვებს, რადგან ადამიანი მათთვის ღირებულებას არ წარმოადგენს და მხოლოდ საკუთარი მიზნის მისაღწევი ერთ-ერთი საშუალებაა, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენს ქვეყანაში არსებობს სამართლიანი სასამართლო, არსებობს სტრასბურგის სასამართლო და ყველას შეუძლია, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას სამართლებრივ ჭრილში.

ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებს, რომელიც არაერთი ყოფილა წარსულშიც, ახლაც არის, მაგრამ ყველა ასეთი განცხადება ყოველთვის დამარცხებულა სტრასბურგის სასამართლოში”, - განაცხადა გორდულაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა