4 ოქტომბრის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული - კადრებში ჩანს, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს ვურტყამ - შემაგინა და ამიტომ ჩავარტყი, ყველა ქართველი ასე იზამდა!

კადრებში ჩანს, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს ვურტყამ. პროვოკაცია გამოიწვია და მან მიიღო ის, რაც მიიღო. შემაგინა და ამიტომ ჩავარტყი, ყველა ქართველი ასე იზამდა! - ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ბრალდებულმა, მანუჩარ მიქელაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მას აღნიშნული პირის სახელი-გვარი მას არ დაუკონკრეტებია.

„იყო გინება, წადით, თქვენი დედები და შ. რასაც ახლა არ აღიარებენ. ამის გამო მივაყენე ფიზიკური შეურაცხყოფა.

პროვოკაცია თვითონ გამოიწვიეს. კადრებში ჩანს, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს ვურტყამ, იმიტომ, რომ პროვოკაცია გამოიწვია და მან მიიღო ის, რაც მიიღო. ყველა ქართველი ასე იზამდა და ამიტომ ვადასტურებ, რომ მე ვიყავი, მაგრამ პროვოკაცია გამოიწვია თვითონ...

კი, მე ვარ ვიდეოში, პროვოკაცია მოაწყო მაგ თანამშრომელმა, შემაგინა და ამიტომ ჩავარტყი“, - განაცხადა მანუჩარ მიქელაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე 13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა პროკურატურის მტკიცებულებებს იკვლევენ.

ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა