შსს - პოლიციამ, ქვეყნის მასშტაბით, ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო - დაკავებულია 51 პირი

პოლიციამ, ქვეყნის მასშტაბით, ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო - დაკავებულია 51 პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიციამ ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარები, მჭიდები, ასეულობით ვაზნა და ასაფეთქებელი ნივთიერებები.

„საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას – სამინისტრო ამ მიმართულებით სისტემატურად ატარებს საპოლიციო, მათ შორის პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს.

გასული 2 დღის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და მათ შორის პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები - სულ დაკავებულია 51 პირი.

აღნიშნული ღონისძიებები სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს.

პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები, ასეულობით ვაზნა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ეფექტიანი საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში შემცირებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, რასაც ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს.

მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ და თანმიმდევრულ მუშაობას დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი და უსაფრთხო გარემო,“ - განაცხადა დარახველიძემ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება