ნიკოლოზ სამხარაძე - კაია კალასმა განაცხადა, "ისეთ მდგომარეობაში ვართ, დალევა უნდა დავიწყოთო", როცა ადამიანი ამბობს, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს, მგონი, ის სწორედ ალკოჰოლური თრობის ქვეშაა

კაია კალასმა განაცხადა, რომ ისეთ მდგომარეობაში ვართ, დალევა უნდა დავიწყოთო - როცა ადამიანი ამბობს, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს, მგონი, ის სწორედ ამ ალკოჰოლური თრობის ქვეშაა და სწორედ ამის შედეგია, რომ ერთად სმას აგრძელებენ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას.

მისი თქმით, ფხიზელ გონებაზე მყოფი ადამიანი ვერ იტყვის, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს.

„ცოტა ხნის წინ კაია კალასმა განაცხადა, რომ ისეთ მდგომარეობაში ვართ, დალევა უნდა დავიწყოთო. როცა ადამიანი ამბობს, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს, მგონი, ის სწორედ ამ ალკოჰოლური თრობის ქვეშაა და სწორედ ამის შედეგია, რომ ერთად სმას აგრძელებენ. სხვა, ფხიზელ გონებაზე მყოფი ადამიანი ვერ იტყვის, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს. ამ განცხადებაზე სხვა შეფასების გაკეთება შეუძლებელია”, - განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში „ავტოკრატიული სისტემა ახშობს“ დემოკრატიულ ხმებს და ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროპულ მომავალს, საკუთარ ხალხს კი ატყუებენ, თითქოს ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავთ და ევროკავშირი უნდა მოერგოს მათ. მისი თქმით, საქართველოში შესაძლებელია იმის ნახვა თუ “რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს”. რაც შეეხება კაია კალასის განცხადებას, გამოცემა "პოლიტიკოს" ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, დაახლოებით ერთი თვის წინ, ევროპარლამენტის წევრებთან პირად საუბარში იხუმრა, რომ "მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კარგი მომენტია დალევის დასაწყებად".

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა