ნიკოლოზ სამხარაძე - მცდელობა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ასავლელად, ყოველთვის არის და მათ შორის, დიდწილად, ევროპული კომპანიების მიერ - ამიტომ, კეთილი ინებონ და პირველ რიგში, თავიანთ კომპანიებს მიხედონ

მცდელობა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ასავლელად, ყოველთვის არის და მათ შორის, დიდწილად, ევროპული კომპანიების მიერ - ამიტომ, კეთილი ინებონ და პირველ რიგში, თავიანთ კომპანიებს მიხედონ, რომლებიც ცდილობენ, რომ სანქციებს გვერდი აუარონ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, 2022 წლიდან, საქართველოს შემოსავლების სამსახურს შეჩერებული აქვს ევროკავშირიდან წამოსული ტვირთების რამდენიმე ათასი ოპერაცია, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით რუსეთში უნდა შესულიყო.

“მინდა, არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ თავად ევროკავშირსაც შევახსენო, რომ 2022 წლიდან, საქართველოს შემოსავლების სამსახურს შეჩერებული აქვს რამდენიმე ათასი ოპერაცია ევროკავშირიდან წამოსული ტვირთების, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით რუსეთში უნდა შესულიყო. მცდელობა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ასავლელად, ყოველთვის არის და მათ შორის, დიდწილად, ევროპული კომპანიების მიერ. ამიტომ, კეთილი ინებონ და პირველ რიგში თავიანთ კომპანიებს მიხედონ, რომლებიც ცდილობენ, რომ სანქციებს გვერდი აუარონ. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას და ინსტიტუტებს, ისინი არიან მოწოდების სიმაღლეზე, ცდილობენ, რომ ყველა ტვირთი შეამოწმონ და სანქციების ფილტრში გაატარონ, შემდეგ მისცენ მწვანე შუქი ამა თუ იმ სატრანსპორტო ოპერაციას. ჩვენ ეს პოლიტიკა 2022 წლიდან გვაქვს გაცხადებული და მის განხორციელებას მიზანმიმართულად მივყვებით. თუ რაიმე პრობლემაა, ამაზე სასაუბროდ ყოველთვის მზად ვართ”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა