თენგო კირთაძე - „ლელოს“ განცხადება სისუსტეს აჩვენებს, მაშინ დაველაპარაკებით რეჟიმს, როცა აღარ ექნება შესაძლებლობა ტყვეებით ივაჭროს და პირობები დააყენოს, რაც თავისუფალ არჩევნებს გამორიცხავს - რაც შეეხება გახარიას პარტიას, პოლიტიკოსი რომ ხარ, შენი ადგილი უნდა იცოდე

„ლელოს“ განცხადება სისუსტეს აჩვენებს, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო კირთაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას: „საჭიროა დიალოგის ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა კრიზისი განიმუხტოს - უნდა გადაიჭრას ორი მთავარი პრობლემა: სამართლიანი არჩევნების საკითხი და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თენგო კირთაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ სასაუბროდ მაგიდასთან, მაშინ უნდა დაჯდეს, როცა „ოცნებას“ „ტყვეებით ვაჭრობისა“ და სხვა პირობების წაყენების შესაძლებლობა აღარ ექნება.

„შენ თუ ამბობ, რომ რუსული რეჟიმია, კაცი ავტოკრატიის კონსოლიდაციას აკეთებს, შეიძლება დიქტატურა დაამყაროს ქვეყანაში, ადამიანი თავისი არსით ასეთი დესპოტია და მასთან მიდიხარ თხოვნებით, მიიღებ ყოველთვის ნაკლებს. თხოვნით თუ არა, აბა რით მიდის? „ლელოს“ 100 000 მხარდამჭერი დგას ქუჩაში? შექმნა გარეთ ისეთი განწყობა და ისეთი დუღილის ტემპერატურა, რომ თხოვნა კი არ იყოს, მოთხოვნა იყოს? უნდა გქონდეს განცხადება, მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი გვეყოლება კუთხეში მიყენებული - მას არ ექნება შესაძლებლობა, რომ ტყვეებით ივაჭროს და რაღაც სხვა პირობები დააყენოს, რაც თავისი არსით თავისუფალ არჩევნებს გამორიცხავს, როცა ეს შესაძლებლობა არ ექნება, მაშინ დავსხდებით და დაველაპარაკებით“, - განაცხადა თენგო კირთაძემ.

თენგო კირთაძე ხელისუფლებასთან დიალოგის თაობაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც ხალხისგან ლეგიტიმაციაც კი არ მიუღიათ, „თავისი ადგილი უნდა იცოდნენ“.

„პარლამენტში ხელფასის გამო შევიდნენ. შევიდნენ ის ადამიანები, რომელთაც მანდატი ამომრჩევლისგან საერთოდ არ აუღიათ, მეორე თორმეტეული შევიდა. პოლიტიკოსი რომ ხარ და რაღაც განცხადებებს აკეთებ, შენი ადგილი უნდა იცოდე, ლეგიტიმაციაც კი არ მიუღიათ ადამიანებისგან. ის თორმეტი ადამიანი, ვინც ლეგიტიმაცია მიიღო, ნახევარზე მეტი დღეს პარტიაში არ არის. პარტიის თავმჯდომარე ვინც არის და ვისი სახელიც ჰქვია, ის საერთოდ გაქცეულია ქვეყნიდან... [გახარია] ისეთ განცხადებებს აკეთებს, უკანასკნელი ქოცი არ აკეთებს ისეთ განცხადებებს. დაბრუნდნენ ისევ იმ პარტიაში, რატომ არიან გამოყოფილი? ფაქტია ის, რომ სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებს ისვრის ეს პარტია“, - განაცხადა თენგო კირთაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები