შალვა პაპუაშვილი - რადიკალები ეუთოსთან შეხვედრებზე უცხოელებს ეწუწუნებოდნენ და სურთ, რომ იქნებ რაღაცნაირად ფეხი შემოყონ დემოკრატიულ პროცესში

მესმის მე, რომ რადიკალები დღეს ეუთოსთან შეხვედრებზე ეწუწუნებოდნენ უცხოელებს და სურთ, რომ იქნებ რაღაცნაირად ფეხი შემოყონ დემოკრატიულ პროცესში - ის, ვინც ცდილობდა დემოკრატიის დამხობას, დღეს ნუ წუწუნებს იმაზე, რომ დემოკრატიული პროცესის ნაწილი არ არის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან დიალოგის შესაძლებლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტს მიღმა დარჩენილი ოპოზიცია თავს კომფორტულად გრძნობს იმ რადიკალიზმში, რომელშიც არიან და ამაში ხელს კონკრეტული ევროპელი მაღალჩინოსნებიც უწყობენ ხელს.

„პარლამენტის პროცედურები რასაც ითვალისწინებს, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დიალოგს, თანამშრომლობას, ერთად მუშაობას, ზუსტად ეს ხდება საქართველოს პარლამენტში. ის, ვინც ცდილობდა დემოკრატიის დამხობას, დღეს ნუ წუწუნებს იმაზე, რომ დემოკრატიული პროცესის ნაწილი არ არის. მესმის მე, რომ რადიკალები დღეს ეუთოსთან შეხვედრებზე ეწუწუნებოდნენ უცხოელებს და სურთ, რომ იქნებ რაღაცნაირად ფეხი შემოყონ დემოკრატიულ პროცესში, მაგრამ მათ გადაწყვეტილება მიიღეს და ეს არ იყო პირველი გადაწყვეტილება- 2020-შიც ასე იყო, 2016-შიც ასე იყო, ჩვენ საკმარისად გამოვიჩინეთ ლმობიერი დამოკიდებულება რადიკალიზმის მიმართ, რამდენჯერმე ქართველმა ხალხმა მისცა შანსი რადიკალებს, რომ გამოსწორებულიყვნენ და დაბრუნებულიყვნენ ეროვნული ინტერესების კალაპოტში, მაგრამ ერთხელ ორჯერ, სამჯერ, და შვიდჯერ ?! მეშვიდეზე აღარ გამოდის ეს ამბავი, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ, მე მგონი, ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ იმ რადიკალურ წვენში, სადაც ისინი იხარშებიან. უცხოელები, ქალბატონი გრეგოროვები და ა.შ. აქებენ, რეზოლუციებს უძღვნიან, ასე არიან სიამტკბილობაში და იყვნენ, მთავარია ქვეყანას ვერაფერს უშლიან. ქვეყანა წინ მიდის - მთავარია ეკონომიკური განვითარება, მთავარია მშვიდობა, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება - ამ მხრივ ქვეყანა მიდის წინ. რადიკალები კი, ზიზღში ჩაძირული ადამიანები, თავის ზიზღში იხარშებიან და ამ პროცესს ვაკვირდებით მათ შიგნით. დღეს ევროპულობის ერთ-ერთ მახასიათებლად იქცა ის, თუ რამდენად ავლენ ზიზღს. რაც უფრო მეტად ავლენ ზიზღს, მით უფრო ევროკავშირელი ხარ და ეს შეჯიბრებაა მათ შორის, რომ ყველაფერი რაც არაქართულია, გამოავლინონ მათი რიგებიდან.“-განაცხადა პაპუაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა