შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილი, სხვები, ვისაც ამ დღეებში ვაკვირდებით, უცხოურ სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლე ხალხია - რას იზამ, საქართველოს მოქალაქეები ასეთებიც არიან - ზოგი ყორღანაშვილია, ზოგი შტირლიცი

საბერძნეთის შიგნით უსაფრთხოებაზე საბერძნეთის უსაფრთხოების სამსახურები არიან პასუხისმგებლები, მაგრამ თქვენ რა გიკვირთ, ჩვენ ციხეში გვიზის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის დაზვერვის ხელშეწყობით შემოიყვანეს საქართველოში. ასე რომ, უცხოურ სპეცსამსახურებთან მომუშავე საქართველოს მოქალაქეები გვყავს, რა თქმა უნდა, გვყავს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საბერძნეთში, კრეტაზე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქის დაკავებას ეხებოდა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს მოქალაქე ირანის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს თუ უკრაინის სპეცსამსახურებთან.

„აი, მიხეილ სააკაშვილი, მაგალითად, სხვები, ვისაც ვაკვირდებით ამ დღეებში, ესენი არიან უცხოურ სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლე ხალხი. რას იზამ, საქართველოს მოქალაქეები ასეთებიც არიან - ზოგი ყორღანაშვილია, ზოგი შტირლიცია… უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან მოთანამშრომლე თუა საქართველოს მოქალაქე, მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ირანი თუ უკრაინა. უკრაინის სპეცსამსახურთან მოთანამშრომლე კარგი კაცია?! თუ რამე განსხვავებაა ირანის სპეცსამსახურთან მოთანამშრომლეა თუ უკრაინის სპეცსამსახურთან ? ჩვენთვის ორივე არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან მოთანამშრომლე. სააკაშვილი არა მხოლოდ მოთანამშრომლეა, უკრაინის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს მისი შემოპარება საქართველოში, რომ საქართველოში დაემხო ხელისუფლება და აერია სიტუაცია, ადამიანი აქ გვიზის და თქვენ ამ ადამიანს აძლევთ მედია სივრცეს, აშუქებთ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გეგმით საქართველოში შემოპარებულ ადამიანს.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სამ მარტს Reuters-მა პოლიციისა და დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბერძნეთში საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც კუნძულ კრეტაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი. წყარომ, რომელიც საბერძნეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ ეჭვმიტანილის ტელეფონში აშშ-ის ავიამზიდის ფოტოები იპოვეს და ხელისუფლება მობილური აპლიკაციის საშუალებით ირანში მყოფ პირთან პოტენციურ კავშირებს იძიებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა