ლევან მახაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე - ცდილობენ, ელენე ხოშტარიასგან, ადამიანისგან, რომელიც რუსეთისგან იღებს დაფინანსებას, წამებული ჟანა დარკი გამოძერწონ - საზოგადოების და სახელმწიფოს ასეთი დაცინვა წარმოუდგენელია

ცდილობენ ელენე ხოშტარიასგან, ადამიანისგან, რომელიც რუსეთისგან იღებს დაფინანსებას, წამებული ჟანა დარკი გამოძერწონ - საზოგადოების და სახელმწიფოს ასეთი დაცინვა, უბრალოდ, წარმოუდგენელია, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტში გამართული დებატების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დებატებზე მოვისმინეთ წახალისება იმ ადამიანების, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებს ებრძვიან.

„საზოგადოებამ მოისმინა ის, რასაც ისმენდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ქვეყნის შიგნით დიალოგის მოწინააღმდეგე ძალები რაც არიან, მათი მხარდამჭერები არიან ქვეყნის გარეთ. სრული იგნორირება იყო სახელმწიფოსი, სუვერენიტეტის, ხალხის არჩევანის, არჩევნების, პარლამენტის, ყველაფრის, რისგანაც შედგება სახელმწიფო. მოვისმინეთ წახალისება იმ ადამიანების, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებს ებრძვიან. თავად აღიარებენ, რომ არიან დამნაშავეები ამა თუ იმ საქმეებში და ცდილობენ ელენე ხოშტარიასგან, ადამიანისგან, რომელიც რუსეთისგან იღებს დაფინანსებას, წამებული ჟანა დარკი გამოძერწონ. საზოგადოების და სახელმწიფოს ასეთი დაცინვა, უბრალოდ, წარმოუდგენელია“,- განაცხადა მახაშვილმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება