დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე - არაპროფესიონალი, უვიცი ადამიანები საუბრობენ, რა ხდება საქართველოში - სხვა რა შეიძლება მოისმინოს საზოგადოებამ ქალბატონი რასასგან, რომელიც სიგიჟემდე შეყვარებულია სააკაშვილზე

აბსოლუტურად არაპროფესიონალი, უვიცი, საქმეში გაურკვეველი ადამიანები საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში - ეს ყველაფერი საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმაა და მეტი არაფერი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, რეალურად, ეს იყო „თითიდან გამოწოვილი და შეთითხნილი“ თავდასხმა ქართველ ხალხზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ კვლავ მოისმინა და ამაში ახალი არაფერია.

მათიკაშვილის თქმით, დებატებზე მოისმინეს საღი აზრიც, „რომელიც სულ უფრო მეტად ხმამაღლა ჟღერს ევროპარლამენტში“.

„რეალურად, რა ინტერესი ჰქონდა იმ სამარცხვინო რეზოლუციის ტექსტს, კარგად გამოჩნდა ცარიელი დარბაზიდან, სადაც აბსოლუტურად არავინ იყო. 2 თუ 3 დეპუტატი ესწრებოდა ამ სხდომას. რეალურად, ეს იყო თითიდან გამოწოვილი და შეთითხნილი თავდასხმა ქართველ ხალხზე, რომელიც კვლავ მოისმინა ჩვენმა ქვეყანამ. ამაში ახალი არაფერია.

ჩვენ გვახსოვს მოდელირებული ქრონიკა, რომელიც მიტაცებული „იმედის“ ეთერით თავის დროზე იხილა საზოგადოებამ და ახლა ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ეს ტყუილი და ფაქტების დამახინჯება არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პირმშო. ეს მათი მეგობრების, დავალების მიმცემების და იდეოლოგების ხერხია, იმიტომ რომ გუშინ რაც მოვისმინეთ, იყო ის მოდელირება, დამახინჯება და ტყუილით გაჯერება იმ ფაქტებისა და გარემოებისა, რაც რეალურად ჩვენს ქვეყანაში ხდება. სხვა რა შეიძლება მოისმინოს საზოგადოებამ ქალბატონი რასასგან, რომელიც სიგიჟემდე შეყვარებულია მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც ვერავინ აუხსნის იმას, თუ რატომ არის მიხეილ სააკაშვილი დამნაშავე. ეს ყველაფერი არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის და თავდასხმის იარაღი. იქ ჩვენ მოვისმინეთ საღი აზრიც, რომელიც სულ უფრო მეტად ხმამაღლა ჟღერს ევროპარლამენტში. კარგია, თუკი ევროპარლამენტში მოკალათებული „დიფ სთეითის“ აგენტები მეტად დაუგდებენ ყურს იმ საღ აზრს, რაც უკვე ხმამაღლა ისმის ევროპარლამენტში, ტყუილით, არაფრის მომცემი და თითიდან გამოწოვილი ე.ი. არგუმენტებით აღარ მოახდენენ იმის პროვოცირებას, რაც არის ძალიან სამწუხარო და ევროსკეპტიციზმის გამაღრმავებელი ჩვენს საზოგადოებაში. რასაც ქართველი ხალხი ვერ ეგუება, ეს არის ტყუილი, ორმაგი სტანდარტი," - განაცხადა მათიკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები