საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვახტანგ თურნავამ ევროპარლამენტის წევრებთან და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.

„შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის დაბრუნების თემატიკას. სამუშაო შეხვედრებზე, დელეგაციის წევრებმა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე.

ევროპელ კოლეგებთან შეხვედრებზე საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა განიხილეს როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ისე რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით გამოწვევები.

სტრასბურგში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი 10-12 მარტს გაიმართა. საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდნენ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ხატია წილოსანი და ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გიორგი მიქელაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა