ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“  მისიის ანგარიშზე - დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო - ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი

გულწრფელად გეტყვით, რომ დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე ჩემთვის მოსალოდნელი იყო, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რითაც „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშს ეხმაურება.

ნიკა გვარამიას განმარტებით, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევა.

„აღნიშნული დასკვნა არის მომავალში ნებისმიერი საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს ნაწილი. ეს ნამდვილად ის არის, რასაც ვერავინ ვერ გადაწერს. ეს არ არის საქართველოში მიკერძოებით შექმნილი დოკუმენტი, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი. გულწრფელად გეტყვით, რომ დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე ჩემთვის მოსალოდნელი იყო. „ქართული ოცნებისთვის“ ვითარება საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ქვეყნისთვისაც ეს არის დიდი სირცხვილი, რომ ჩვენ გყავს ხელისუფლება, რომელიც შევიდა ისტორიაში იმით, რომ სულ 17-ჯერ ჩატარებული გამოძიებიდან, ალბათ, სიმძიმით TOP5 დასკვნის სიაშია. ჩვენ გვყავს ძალიან სერიოზულად ფრთაგაშლილი, უმძიმესი დიქტატორული რეჟიმი, რომელიც ჩვენ უნდა მოვაშოროთ ამ ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვები იქნება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა