გიორგი ბუტიკაშვილი - „ქართული ოცნების“ ლიდერებს მოუწევთ ჰააგაში გასამართლება, საათი ჩართულია, განაჩენი აღსრულდება - ანგარიში დამოკლეს მახვილივით არის დაკიდებული და გადაწყვეტს „ქართული ოცნების“ არსებობას

„ქართული ოცნების“ ლიდერებს მოუწევთ ჰააგაში გასამართლება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

ბუტიკაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ისტორიაში შევა, როგორც საკუთარ ხალხზე მოძალადე ხელისუფლება.

„ქართული ოცნების“ ლიდერებს მოუწევთ ჰააგაში გასამართლება, ეს დოკუმენტი სწორედ ამის საშუალებას იძლევა. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც მიერთებული არის ჰააგის საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, შეუძლია დაიწყოს ინდივიდუალური გამოძიება „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც ამ ძალადობაში უშუალოდ იყვნენ ჩართული. დადასტურებულია წამების ფაქტები, დადასტურებულია ქიმიური იარაღით მოწამვლის საკითხი, უამრავი ადამიანი არის დაზარალებული, ამ ფაქტებს ისინი ვერ გაექცევიან და ვერაფრით გადაფარავენ. საათი ჩართულია და დღეს თუ არა, ხვალ „ქართული ოცნების“ რეაქციების მიუხედავად, მომავალში გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად ეს მაინც მოხდება იმიტომ, რომ ეს დოკუმენტი ჩვენ, ვინც ერთ წელზე მეტია, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაში ვართ ჩართული, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავადასტუროთ ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობდით. რაც ხდებოდა, ის დადასტურდა და „მოსკოვის მექანიზმის“ ეს განაჩენი „ქართული ოცნებისთვის“ აღსრულდება.

ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ეს დღეს, ხვალ ან ზეგ მოხდება, ეს არის გრძელი პროცესი და მოხდება იმის მიხედვით, „ქართული ოცნება“ რა ნაბიჯებს გადადგამს. ეს ანგარიში „ქართული ოცნების“ თავზე დამოკლეს მახვილივით არის დაკიდებული და ის გადაწყვეტს „ქართული ოცნების“ არსებობას.

ეს მასალა ისტორიაში შევა, საქართველოს ისტორიაში „ქართული ოცნება“ როგორც მოძალადე ხელისუფლება ისე ჩაიწერება, რომელმაც საკუთარ ხალხზე იძალადა და საერთაშორისო დანაშაული ჩაიდინა. როგორც ტერორისტებს ასამართლებენ, ზუსტად იგივე ალგორითმში აღმოჩნდა „ქართული ოცნება“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები